23 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიიყვანეს ვასილ მაღლაფერიძე და მორჩა ეს ტელევიზია, სამუდამოდ დამარხეს - ნინო ჯანგირაშვილი

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიიყვანეს ვასილ მაღლაფერიძე და მორჩა ეს ტელევიზია, სამუდამოდ დამარხეს," - ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მან ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ის TV პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლების ჩარევა და მედიაზე ზეწოლა „სირცხვილია“. 

იმედს, მაესტროს და GDS-ს მოუარეს და დააბინავეს ხელისუფლების ფრთის ქვეშ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიყვანეს ვასილ მაღლაფერიძე და მორჩა ეს ტელევიზია, სამუდამოდ დამარხეს და ამ ეტაპზე ქართული ოცნების ტელევიზია გახდა. რუსთავი2 პირველი ეწერათ სიაში, მაგრამ ცოტა გაუჭინაურდათ, ქიბარი მოძებნეს, მასკარადები ჩაატარეს სასამართლოში, მაგრამ სტრასბურგში მარცხი დაემართათ,“ - აღნიშნა ჯანგირაშვილმა. 

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის თქმით, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილება არ უნდა შევიდეს, რადგან ეს კერძო ტელეკომპანიებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ჯანგირაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არის "ვასილ მაღლაფერიძის ხელის ბიჭი". 

 

დღის ამბები