25 ივნისი 2018,   21:41
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვუყურებთ, არ აქვს რეიტინგი, ხალხის ნდობა, მაგრამ მას ჩვენ ვაფინანსებთ - ნინია კაკაბაძე

„ამ ტელევიზიას არ ვუყურებთ, არ აქვს რეიტინგი, ხალხის ნდობა, მაგრამ მას ჩვენ ვაფინანსებთ,“ - ამის შესახებ მედიაექსპერტმა, ნინია კაკაბაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუდმივი მონიტორინგი უნდა დააწესონ, რადგან საზოგადოებამ იცოდესმ თუ როგორი მიკერძოებულია.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამ ტელევიზიაზე, რომ, თითქოს, ეს ტელევიზია გააძლიეროს, მაგრამ მიზანია დანარჩენი ტელევიზიების დასუსტება,“ - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.

მედიაექსპერტი პარლამენტის თავმჯდომარისა და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა და მან ირაკლი კობახიძეს „უტიფარი“ უწოდა.

„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უტიფრად და უზრდელად მოიხსენიებდა იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც პარტიული აქტივი უწოდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომელთაც 15-20 წლის განმავლობაში ცდილობენ ამ ტელევიზიის გაკეთილშობილებას. ამ ადამიანებს ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ აქტივს ეძახის,“ - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.

მედიაექსპერტის თქმით, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ დათმობს.

 

 

დღის ამბები