სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ცენტრშისკვერი დააზიანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მოპარულია ინვენტარი - მათ შორის სკამის საზურგეები, წაღებულია ცენტრალური კარი, ჩამტვრეულია მიმდებარე შენობის ფანჯრები და დაზიანებულია ღია სცენა, სადაც საზაფხულო ფესტივალები და კინოჩვენება ეწყობა. ნუკრიანელები ამბობენ, რომ სკვერი, რომელზეც 29 ათასამდე ლარი დაიხარჯა, სხვადასხვა დროს არის დაზიანებული და მის დროულად აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სკვერის მოვლა-პატრონობის საკითხი მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია.