20 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი2019 წელს საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში. ამერიკის საგარეო უწყება კონგრესს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების, ღირებულებების, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების უზრუნველსაყოფად  ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 2019 წელს 37 მილიარდ 800 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს. აქედან 25 მილიონი სწორედ საქართველოს ფინანსურ დახმარებაზეა გათვალისწინებული. ბიუჯეტის კანონპროექტში წერია, რომ ფინანსური დახმარება მხარს დაუჭერს საქართველოს მდგრადობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს პროგრესს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი და ერთიანი ქვეყნის განვითარებაზე, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და წაახალისებს ძლიერ დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორობას.

დღის ამბები