24 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
"დარწმუნებული ვართ, რომ არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება"-მიხეილ ჯანელიძე

გერმანიაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა, იქ მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება იყო. მინისტრის თქმით, ქართული მხარე იზიარებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების წუხილს და გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„რა თქმა უნდა ჩვენც ვხედავთ იმ ტენდენციებს და ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. მაგრამ სწორედ ამ პარტნიორობით, თანამშრომლობით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ როგორც საქართველოში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, დარწმუნებული ვართ, რომ არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, გერმანიის შს მინისტრმა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დადგეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები