19 ივნისი 2019,   00:06
ვრცლად
"კოსმონავტების სანაპირო 45"-ში ადგილობრივები მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ

"კოსმონავტების სანაპირო 45"-ში ადგილობრივები მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მშენებლობა, სადაც საავადმყოფოც უნდა განთავსდეს, გრუნტის წყლებზე მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, რამდენიმე თვის წინ შენობა ერთხელ უკვე ჩამოინგრა, რის გამოც მათი კორპუსის სადარბაზოები დაიბზარა. "კოსმონავტების სანაპირო 49"-ში მცხოვრებლებს პრეტენზიები აქვთ ”თელასთანაც”. მათი განცხადებით, მშენებლობაზე ელექტროენერგიას მათი კორპუსიდან მოიხმარენ.

„არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი სახლის საძირკველი იყოს დაცული. ჩვენ სახლს საძირკვლის პრობლემა ექმნება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

 

დღის ამბები