19 ივნისი 2019,   00:09
ვრცლად
"ძალიან ეფექტურად იქნა გამოყენებული ეს ორი დღე"-საქართველოს დელეგაციამ მიუნხენის კონფერენციაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს დელეგაციამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე  მუშაობა დაასრულა. დელეგაციის წევრების შეფასებით, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად გამოიყენა მიუნხენის ფორმატი და ორმხრივ შეხვედრებზე დააფიქსირა პოზიცია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც ქვეყანას გააჩნია.

„ყველა ჩვენს პარტნიორთან გვქონდა საუბარი შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებზე როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან ეფექტურად იქნა გამოყენებული ის ორი დღე იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეცვა ის ორმხრივი შეხვედრებით და გვქონოდა კომუნიკაცია ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები