17 სექტემბერი 2019,   13:24
ვრცლად
ფლორიდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამერიკელები ხელისუფლებას იარაღის გავრცელებაზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ

ფლორიდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამერიკელები ხელისუფლებას იარაღის გავრცელებაზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. ამ მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იმართება. აქციას ათი ათასობით სტუდენტი, მასწავლებელი და მშობელი უერთდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოზარდები თანატოლებს კლავენ, რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ყველა უთანხმოება გვერდით უნდა გადადონ და საკანონმდებლო ცვლილება დაუყოვნებლივ მიიღონ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ უარი თქვას ”სროლის ასოციაციის” დოტაციებზე, რომელიც იარაღის ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების კატეგორიული მოწინააღმდეგეა. 

დღის ამბები