25 ივნისი 2018,   10:09
ვრცლად
მოპარული 300-ზე მეტი საქონელი და გაქურდული სახლები-სოფელ წყლულეთში გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ

სოფელ წყლულეთის მოსახლეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობს. მათი თქმით მოპარულია 300-ზე მეტი მსხვილფეხა საქონელი და გაქურდული ათეულობით სახლი.

ყოველი ქურდობის შემდეგ ადგილობრივები პოლიციას მიმართავდნენ. სოფელში სავარაუდო დამნაშავეებსაც ასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ვინაობა პოლიციამაც იცის, თუმცა ისინი დამნაშავე პირებს ხელს პროკურატურასთან ერთად აფარებენ. ქურდობაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად დაზარალებულები მეზობელ ოჯახს ასახელებენ. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა კიდეც, თუმცა ადგილობრივების მტკიცებით ის მალევე გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა რომ დანაშაული აღიარა და მის სახლში მოპარული ნივთები იქნა აღმოჩენილი, ამის შემდეგ კი, ეჭვმიტანილის ოჯახი სოფლიდან წავიდა. 

გამოძიება ყველა შემთხვევაზე დაწყებულია, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. 

დღის ამბები