24 ივნისი 2018,   13:15
ვრცლად
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული, პოლიციას წამებაში ადანაშაულებს, საქმეს კი დანაშაულში მხილებული სამართალდამცავები იძიებენ

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი მამაკაცი სამართალდამცავებს ცემასა და წამებაში ადანაშაულებს.

ბესიკ მახარაძე ერთ-ერთია, რომელიც ქობულეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფური ყაჩაღობის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და დაკავების მომენტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

ამბობს, რომ პოლიციელები მას დანაშაულის აღიარების მოთხოვნით მრავალი საათის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ, მაგრამ როდესაც ამაზე უარი მიიღეს, პოლიციელებმა ისინი ისე აწამეს და ისე შეუბრალებლად სცემეს, რომ ერთ-ერთი მათგანი დროებითი დაკავების იზოლატორში არც კი მიიღეს. ბრალდებული იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მას სამი წლის შემდეგაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

დღეს ბესიკ მახარაძე ბრალდებული აღარ არის.  მან სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო საქმე და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა, თუმცა ამ დრომდე დაუსჯელები არიან ის პოლიციელები, ვისაც ის სასტიკ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს.

ოჯახი დამნაშავე პოლიციელების კანონის შესაბამისად დასჯას მესამე წელია უშედეგოდ ითხოვს, უფრო მეტიც, მახარაძეების ოჯახზე დამნაშავე პოლიციელები მუქარას განაგრძობენ.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი ცინიკური პარადოქსია ის, რომ საქმეს ქობულეთის პოლიციაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე თავად წამებაში მხილებული პოლიციელები იძიებენ.

დღის ამბები