21 სექტემბერი 2018,   18:52
ვრცლად
წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია. ცეცხლი შენობის სახურავს მოედო. აღნიშნული კლინიკის შენობა ამ დროისთვის უფუნქციოა შესაბამისად, ხანძრის გაჩენის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე თავდაპირველად მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის 6 მანქანა. თუმცა მოგვიანებით ცეცხლის ქრობაში დამატებითი ბრიგადები ჩარეთვნენ.

უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები