23 სექტემბერი 2018,   13:31
ვრცლად
"ბადაგონის" საქმე - კომპანიის დამფუძნებლებს შორის დავა გრძელდება 

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლებს შორის დავა გრძელდება. მოდავეები ყოფილი პარტნიორები, მეგობრები და ნათელმირონები არიან. ისინი „ბადაგონის“ სახელს 20 წელი ერთად ქმნიდნენ.

„ბადაგონის“ ყოფილი პრეზიდენტი, თემურ უბილავა და კომპანიის კიდევ ერთი ყოფილი მეწილე ვლადიმერ ჯანჯღავა კომპანიის ამჟამინდელ მფლობელს და ყოფილ პარტნიორს გიორგი სალაყაიას სიტყვიერი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

თემურ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა ამბობენ, რომ სალაყაიამ მრავალ ათეულ მილიონ დოლარად შეფასებული კომპანია მიითვისა.

თემურ უბილავა ყვება, რომ გიორგი სალაყაია კომპანია „ბადაგონში“ მან და ვლადიმერ ჯანჯღავამ მიიყვანეს როგორც მენეჯერი. 2006 წელს კი მათ სალაყაიას, კომპანია „გრაკოროს“ 19%-იანი წილი საჩუქრად გადასცეს.

უბილავა და ჯანჯღავა ირწმუნებიან, რომ რუსეთში ნაშოვნი ათეულობით მილიონი დოლარი „ბადაგონში“ სწორედ კვიპროსული „გრაკოროს“ გავლით ჩადეს.

კვიპროსზე რეგისტრირებული „გრაკორო“ „ბადაგონის“ 100%-იან წილს 2013 წლის ივლისამდე ფლობდა, იქამდე ვიდრე 10 000 დოლარად „ბადაგონის“ 40%-იანი წილი სწორედ გიორგი სალაყაიას არ გადაეცა. ვლადიმერ ჯანჯღავა განმარტავს, რომ სიმბოლურ ფასად წილის გასხვისებას საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად გახდა საჭირო.

ჯანჯღავა და უბილავა ამბობენ, რომ სალაყაიაზე წილის გადაფორმება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ თავდაპირველ ვითარებას უნდა დაბრუნებოდა. მათი თქმით,  ამის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული თავად სალაყაიაც.

ფორმალური გადაფორმება მხოლოდ ფინანსური პრობლემების და ბაკთან თანამშრომლობის მიზნით განხორციელდა.

მათვე განმარტებით, კომპანიის რეალური მფლობელი ვლადიმერ ჯანჯღავაა, რომელმაც კომპანიაში წლების განმავლობაში 20 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა.

თავად „ბადაგონის“ ამჟამინდელი მფლობელი გიორგი სალაყაია ამბობს, რომ მას კონკრეტული პირები კომპანიას ართმევენ.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები