24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი - ქართული ფილმი ”ჰორიზონტი” გამარჯვებისთვის იბრძვის

ყოველწლიურად კინოსამყაროს ყველაზე ყველაზე საკამათო და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემებზე შექმნილი ფილმები, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია პანორამაში ხვდება. 

ორი დღის წინ ბერლინში ქართული ფილმის პრემიერა შედგა. თინათინ ყაჯრიშვილის ”ჰორიზონტი” სწორედ ბერლინალეს სექცია პანორამაში გამარჯვებისთვის იბრძვის.

ჰორიზონტის პრემიერის შემდეგ ქართულ ფილმზე სტატია პრესტიჟულმა გამოცემამ ჰოლივუდ რეპორტერმა გამოაქვეყნა.

ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 15 თებერვალს უეს ანდერსონის უახლესი ნამუშევრის ”ძაღლების კუნძულის” ჩვენებით გაიხსნა.

წლევანდელი ბერლინალეს საკონკურსო თუ არასაკონკურსო პროგრამა მრავალფეროვანი და საზოგადოებისთვის ყველაზე მძაფრ თემებზე შექმნილი ფილმებითაა დატვირთული. 15-დან 24 თებერვლის ჩათვლის ფესტივალის სტუმრები ყველაზე ცნობილი ევროპელი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად, იმ ახალბედა რეჟისორების ნამუშევრებსაც შეაფასებენ, რომელიც ბერლინალემ მთელი მსოფლიოდან შეარჩია და საინტერესოდ ჩათვალა.

ბერლინის რიგით 68-ე კინოფესტივალზე საუკეთესოებს 6-კაციანი ჟიური გამოავლენს.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები