25 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა 3 საათის შემდეგ შეძლეს 

21 სახანძრო ბრიგადა და 100 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული გვიან ღამით აღმაშენებლის 60 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობასთან.

ცეცხლის ჩაქრობას ყოფილი ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გვერდით მდებარე ნაგებობაში მეხანძრეები 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ.

თავდაპირველად ცეცხლი სახურავზე გაჩნდა და ათას 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

შენობა ცარიელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, რის გამოც შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იყო ცეცხლის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გადადების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად შეძლეს.  

დღის ამბები