24 ივნისი 2018,   13:11
ვრცლად
ქართველი თავშესაფრის მაძიებლების დახმარებით, თავშესაფრები ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა - იოახიმ შტამპი

გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნას გამოცემა „Welt"-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის  ლტოლვილთა მინისტრი, გამოცემასთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა.

იოახიმ შტამპის თქმით, ის პირები ვინც თავშესფრის მოთხოვნის შემდეგ არაკანონიერ საქმიანობას ეწევა, დიდ ზიანს აყენებს იმ ქართველების რეპუტაციას, ვინც გერმანიაში კეთილსინდისიერად ცხოვრობს.

ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და ქართველების შემოწმების გამკაცრების მოთხოვნით უკვე მიმართა.

გამოცემაში სტატისტიკაც არის მოყვანილი, სადაც ნაჩვენებია, რომ გერმანიის მხოლოდ ერთ რეგიონში, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 400%-ით გაიზარდა.

დღის ამბები