24 ივნისი 2018,   13:16
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოიტანოს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოიტანოს.

შესაბამისად დღეს უნდა გაირკვეს, მოხდება თუ არა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება.

პროცესზე ჩაბუქის უფლებადამცველი კიდევ ერთხელ აპირებს იმ მტკიცებულებების წარდგენას, თუ რა არაადამიანური მოპყრობა ელის ჩაბუქს თურქეთის ციხეში მისი ექსტრადირების შემთხვევაში.

დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მეუღლე და ადვოკატი იმედოვნებენ, რომ თბილისი ექსტრადირებაზე უარს იტყვის.

„დღევანდელი პროცესის შესახებ ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ.  დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს. თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩემი მეუღლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო ამ გარემოებას გაითვალისწინებს. სასამართლოს მოვუწოდებ, რომ წნეხს გაუძლოს და ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს. ქართული სასამართლოს მიმართ რწმენა არასოდეს დამიკარგავს და დღესაც იგივე განწყობით ვარ,”-განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქიმ

დღის ამბები