25 ივნისი 2018,   21:43
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენთან ერთად ვიყო - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს 

კიევში ჩატარებულ აქცია მიხეილ სააკაშვილი მიუნხენიდან გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებების შექმნის მიუხედავად, კიევსა და სხვა ქალაქებში ჩატარებულმა მრავალათასიანმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინელი ხალხის სოლიდარობა.

პარტია "ახალ ძალების მოძრაობის" ლიდერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს რათა უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნება შეძლოს.

„მიუნხენიდან კიევში მიმდინარე აქციას ინტერნეტის საშუალებით ვადევნებდი თვალს. ყველას ვინც მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, მინდა მადლობა გადავუხადო. აქ იყვნენ აქტივისტები და უბრალოდ ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არა არის ქვეყნის მომავალი. არასდროს დამავიწყდება თქვენი სოლიდარობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენთან ერთად ვიყო. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებამ დაკეტა მეტროს ყველა სადგური, ახშობდნენ სატელეფონო კავშირს, ხრეშატიკზე გმირების ხსოვნას ამოფარებულებმა, რაღაც სისულელე მოაწყეს, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სუსტია ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ათობით ათასი უკრაინელის მხარდაჭერა,  ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები