18 დეკემბერი 2018,   16:09
ვრცლად
დაღესტანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ ისლამისტებთან დაკავშირებული სააგენტო "ამაქი" ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ყიზლარში გუშინ მოხდა. ადგილობრი მკვიდრი, 22 წლის ხალილ ხალილოვი, ერთ-ერთ ეკლესიასთან მივიდა და ყველიერისადმი მიძღვნილ მსვლელობის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, 5 დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის თანამონაწილეობის ბრალდებით ხალიხოვის მეუღლეა დაკავებული, რომელიც შემთხვევის ადგილიდან სროლის დაწყებამდე მიიმალა.

დღის ამბები