24 ივნისი 2018,   13:09
ვრცლად
ირანის მთავრობას საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი უსამძიმრებენ 

ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას, რომელსაც ბორტზე მყოფი 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ეხმაურებიან. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს და ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. 

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს,"- ნათქვამია, გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამძიმრის განცხადებას ავრცელებს საქართვლოს პრემიერ-მინისტრიც. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს."-ნათქვამია პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები