24 ივნისი 2018,   13:17
ვრცლად
5 გარდაცვლილი და 7 დაშავებული - სირიაში დანაღმული მანქანა აფეთქდა

სირიის ქალაქ ქამიშლიში აფეთქებას, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

დანაღმული ავტომანქანა, უმეტესად ქურთებით დასახლებული ქალაქის ცენტრში აფეთქდა.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა იყო თავდასხმის სამიზნე. მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 
ქალაქში, რომელიც ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლდება, ბოლოს აფეთქება სექტემბერში მოხდა. მაშინ თავდასხმას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები