19 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ქურთთა დაჯგუფება და სირიის არმია თურქეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ქურთთა დაჯგუფება და სირიის არმია თურქეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ქურთი მებრძოლები ირწმუნებიან, რომ ასადის ძალებთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ გარიგების მიხედვით, აფრინის რეგიონში სირიის ხელისუფლება ჯარს შეიყვანს და იქ მყოფ ქურთულ დაჯგუფებებთან ერთად თურქეთის სამხედრო შეტევის მოგერიებას შეეცდება.

სირიის მთავრობა გარიგების არსებობას ოფიციალურად არ ადასტურებს. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება რეალურია, თურქეთს არამხოლოდ ქურთ მებრძოლებთან, არამედ სირიის არმიასთანაც ბრძოლა მოუწევს.

გავრცელებული ცნობით, აფრინის რეგიონში ასადის ხელისუფლება ჯარს უახლოეს დღეებში შეიყვანს.

დღის ამბები