23 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
მთელმა საქართველომ დაინახა, რომ იქ მოხდა ცემა და არა ყაჩაღობა - როსტომაშვილის საქმეზე ბრალდებული კირვალიძის დედა 

"შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც დავით როსტომაშვილზე თავდასხმა იყო ასახული, დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შს სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა და იუმორისტმა დავით როსტომაშვილმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა კრივალიძის დედა ამტკიცებს, რომ ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია და რომ მისი შვილი როსტომაშვილს პირადი შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

,,მთელმა საქართველომ დაინახა, რომ იქ მოხდა ცემა და არა ყაჩაღობა. აშკარად ჩანს, რომ კირვალიძე ურტყამს როსტომაშვილს და გარბის მეტი იქ არაფერი მომხდარა. იქ ყაჩაღობა არ მომხდარა, მაგრამ როსტომაშვილი რისი ორგანოს თანამშრომელია?“-ამბობს ბრალდებულ ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.

 

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 2 პირს, მათი ახლობლების თქმით,  ისინი უდანაშაულოები არიან და მათ ბრალი მხოლოდ პაროდისტისა და მისი შვილის ჩვენების საფუძველზე აქვთ წაყენებული.

 

დღის ამბები