20 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
აქცია ყვარელში - კომპანია „ქინძმარაულის" თანამშრომლები 6 თვის დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ხმაური ყვარელში - კომპანია „ქინძმარაულთან“ 100-ზე მეტი თანამშრომელია შეკრებილი და სახელფასო დავალიანებების გაცემას მოითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია 6 თვის დავალიანების გაცემაზე უარს ამბობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კომპანიას წლების წინ მიწები სოფელ ახალსოფელში საბაზროზე გაცილებით იაფად მიჰყიდეს, იმ პირობით, რომ გრძელვადიანად კომპანიაში დასაქმდებოდნენ.

თუკი კომპანია დავალიანებას არ დაფარავს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ მიერ გაშენებულ ვენახებში აღარ შეუშვებენ.

მოსახლეობის პრეტენზიებს კომპანია „ქინძმარაულში“ უპასუხეს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვალს უახლოეს დღეებში დაფარავენ. 

დღის ამბები