20 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
ეს ადამიანი უდანაშაულოა და იმსახურებდა, ყოფილიყო თავისუფალი - აშშ-ის კონგრესმენი, ვენდი ტეილორი

„ძალიან გახარებული ვარ, ეს ადამიანი უდანაშაულოა და იმსახურებდა, ყოფილიყო თავისუფალი,“ - ეს განცხადება აშშ-ის კონგრესმენმა, ვენდი ტეილორმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.

ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს მოუსმენენ, სადაც მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველები ექსტრადიციის დასაშვებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

სოსო ბარათაშვილის თქმით, თუ სასამართლო ჩაბუქის ექსტრადიციას დასთანხმდება, მაშინ ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოსა და ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღი ჯერ უცნობია, განიხილება უკვე დაცვის მხარის პოზიცია ექსტრადიციის დასაშვებლობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დასაშვებლობასთან დაკავშირებით მიიჩნევს ექსტრადიციას, საჩივრდება ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 7 დღის განმავლობაში, პარალელურად, ჩვენ უფლება გვაქვს, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების ანუ ექსტრადიციის შეჩერების გამოყენების თაობაზე,“ - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ჩაბუქს თურქეთში ბრალად ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერა და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად. 

დღის ამბები