23 სექტემბერი 2018,   13:32
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" სურს, ყველა მედიასაშუალება გააკონტროლოს - გიორგი კანდელაკი

„ჩვენ ყველა დეტალი ამ საქმის ირგვლივ სამწუხაროდ არ ვიცით. კარგი იქნება გავიგოთ ყველა დეტალი ამ ამბის,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, გიორგი კანდელაკმა „TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრისას გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას და დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან „TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

თუმცა, კანდელაკი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს, რის მაგალითადაც „ქართული ოცნების“ მიერ „რუსთავი 2“-თან დამოკიდებულება მოჰყავს.

„ამ წლების განმავლობაში მთავრობის ქცევიდან და მისი დამოკიდებულებიდან იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომელსაც ვერ აკონტროლებს და პირველ რიგში, 
„რუსთავი 2“-ს ვგულისხმობ, ძნელი არ არის დანახვა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ და რომ მას სურს, ყველა მედიასაშუალება გააკონტროლოს და შექმნას დემოკრატიის ერთგვარი ილუზია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები