25 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორის და ვიცე-გუბერნატორების ხელფასების ზრდას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა იმერეთის გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორებისათვის ხელფასების ზრდის ფაქტი გააპროტესტეს. პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის ფონზე გამართეს.

მთავრობის დადგენილებით, იმერეთის რწმუნებულის ხელფასი 2 900 ლარის ნაცვლად 5 900 ლარი იქნება, თუმცა ოფიციალური განმარტების მიხედვით მოხდა ხელფასისა და დანამატის გაერთიანება, რომლსაც რწმუნებული ისედაც იღებდა.

დღის ამბები