19 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
ისრაელის პოლიცია თელ-ავივში, პოლონეთის საელჩოსთან მომხდარ ვანდალურ ფაქტს იძიებს

ისრაელის პოლიცია თელა-ვივში, პოლონეთის საელჩოსთან მომხდარ ვანდალურ ფაქტს იძიებს. უცნობმა პირებმა დიპლომატიური უწყების შესასვლელ კარზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს და ნაცისტური სიმბოლოები დახატეს.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურმა ვარშავამ ისრაელის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა.

ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ჰოლოკოსტის შესახებ კანონთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე მოხდა.

ორი დღის წინ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დანაშაულში ებრაელებიც მონაწილეობდნენ.

დღის ამბები