20 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
სამაშველო ჯგუფებმა, ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს

სამაშველო ჯგუფებმა, ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს. სამძებრო ოპერაცია ზარაგოსის მთებში გუშინ ძლიერი ქარისა და თოვის გამო შეწყდა.

მაშველებმა კატასტროფის ადგილს მხოლოდ დღეს მიაღწიეს. „ასემან ეარლაინზის“ კუთვნილი ლაინერი, რომელიც შიდა რეისს ასრულებდა, აფრენიდან ერთ საათში რადარიდან გაუჩინარდა და მთებში ჩავარდა.

ბორტზე 60 მგზავრი, ეკიპაჟის 4 წევრი და დაცვის ორი წევრი წარმომადგენელი. ყველა მათგანი დაიღუპა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია.

დღის ამბები