16 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
„პროკურატურის შუამდგომლობა იყო დროული" - საპარლამენტო უმრავლესობაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას აფასებენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა. მმართველი გუნდის განცხადებით, საკითხი ისედაც სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, რაც უმრავლესობის აზრით, ვერ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან ურთიერთობაზე.

„ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და საქართველოში სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ბუნებრივია, პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება, საერთაშორისო პოზიციებს და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა დროული იყო.

„პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დადგა, არასაპატიმრო ღონისძიების თაობაზე, ვფიქრობ, რომ იყო საფუძვლიანი და დროული და მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მე ვფიქრობ, რომ სასამართლოც და სამართალდამცავი ორგანოებიც წარმოჩინდა, როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის განსაკუთრებით, მე-6 მუხლის მკაფიოდ მხარდამჭერ ინსტიტუციები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები