16 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა - ჯანელიძის პასუხი ოპოზიციას

"ევროპული საქართველოს“ დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას დაინტერესდნენ, თუ რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს.

"უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა იანვარში, რომ საქართველოს მხარეს შეუძლია შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სრულყოფის მექანიზმის ირგვლივ მუშაობას იმ კუთხით, რომ დაემატოს ქართული შემადგენელი - ამაზე რა არის საქართველოს პასუხი?“-მიმართა თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ მიხეილ ჯანელიძეს.

ჯანელიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება გულისხმობდა იმას, რომ სანქციები დაწესდეს რუსეთისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტშიც. ჯანელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზებისთვის.

"ევროკავშირმა, აშშ-მ და დასავლეთმა დაუწესოს სანქციები რუსეთს და სხვას არაფერს გულისხმობს ეს შემოთავაზება. დაუწესოს სანქციები რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება,“- განაცხადა ჯანელიძემ.

დღის ამბები