19 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
მუხთარლის საქმეზე წამყვანი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების ჩამოშორება საკმარისი ნაბიჯია - ჯანელიძე

წამყვანი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების ჩამოშორება საკმარისი ნაბიჯია, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დასმულ შეკითხვას.

ოპოზიცია დაინტერესდა, მაშინ როცა მუხთარლის საქმეზე 32 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აწერს ხელს, ასევე პრემიერის განცხადება, რომ ეს იყო სერიოზული ჩავარდნა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ უფრო კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყოლოდა ჟურნალისტის გატაცების საქმეს.

ჯანელიძის განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯები მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ადექვატური და საკმარისი იყო.

"წამყვანი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების შესაბამისი ჩამოშორებით, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და საკმარისი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენი სერიოზული მიდგომა ამ საკითხისადმი ვაჩვენოთ და ეს პირველ ეტაპზევე მოხდა. რა თქმა უნდა გაიწელა გამოძიება და დროში გაჭიანურდა, მაგრამ პროკურატურა აკეთებს ყველაფერს,“-განაცხადა ჯანელიძემ.

დღის ამბები