20 აპრილი 2024,   07:12
ვრცლად
ოპოზიციამ ჯანელიძეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებთ შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე განმარტეტბები მოსთხოვა

კრიმინალის დერეფნად ქცეული ქვეყანა - ასეთ შეფასებებს ისმენდა დღეს ევროპელი კოლეგების კრიტიკის შემდეგ, პარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძეს კომიტეტის სხდომაზე მოუწია პასუხების გაცემა ოპოზიციისთვის, რომელმაც შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას დააკისრა.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, რასაც კრიმინალის ციფრის მატებაც მოჰყვა განცხადებები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შვედეთის, ისლანდიისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს და შეშფოთება გამოთქვეს.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსთხოვეს ქართველმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს განმარტებები.

ოპოზიცია დაინტერესდა ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის მატებისა და ციხიდან გათავისუფლებულ კრიმინალებზე, რომლებიც საქართველოს დატოვების შემდეგ  თავს ევროპას აფარებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად ამ ეტაპზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას და ქვეყანა მხოლოდ გააფრთხილეს.

 

დღის ამბები