19 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე და მომხდარის დღემდე უცნობი დეტალები

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე და მომხდარის დღემდე უცნობი დეტალები, რომლებიც "კურიერმა" გაარკვია. კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ჩანაწერიდან ირკვევა რა ხდებოდა ხორავას ქუჩის სიახლოვეს, მაშინ როდესაც სკოლის მოსწავლეები ერთმანეთში ჩხუბობდნენ.

საქმე ეხება ყოფილი სამართალდამცველის ქმედებას, რომელიც საკუთრი შვილის და მისი მეგობრის დანაშაულის დაფარვას მტკიცებულების განადგურებით ცდილობდა. საუბარია თენგიზ კალანდიაზე, რომელიც დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთია და ის ბრალს აღიარებს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენით საკუთარი შვილის მეგობრის დანაშაულის დაფარვა სურდა. ადვოკატისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები. ჩანაწერიდან რომელიც "კურიერს" კონფიდენციალურმა წყარომ რამდენიმე დღის წინ მოაწოდა ცნობილი ხდება, რომ თენგიზ კალანდია შემთხვევის ადგილთან, ხორავას ქუჩასთან ახლოს შვილს და მის მეგობარს სავარაუდოდ ჩხუბის დასაწყისიდან ელოდებოდა.

თენგიზ კალანდიამ დაკავების შემდეგ გამოძიებას უამბო რომ შემთხვევის ადგილიდან სახლში მიყვანის შემდეგ სავარაუდოდ სისხლიანი ტანსაცმელი არასრულწლოვნებმა მისი მითითებით გარეცხეს.

კიდევ უფრო მძიმეა ბრალდება, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთი მოსწავლის ბაბუას წაუყენონ. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მამაკაცი ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ არასრულწლოვნებს სოლიდურ თანხას სთავაზობდა.

დღის ამბები