20 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
ქალმა 31 წლის მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დაჭრა

სამი მცირეწლოვანის დედა, რომელმაც მეუღლე სამზარეულოს დანით დაჭრა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. 31 წლის ხვიჩა კიზირიას მეუღლემ ლია მიქელაძემ ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. თავად ბრალს აღიარებს თუმცა ამბობს, რომ მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ლია მიქელაძე აცხადებს, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.

მეზობლები ყვებიან, რომ კიზირიების ოჯახში ოჯახური ძალადობის შესახებ დღემდე არაფერი იცოდნენ. უარყოფითად ახასიათებენ ლია მიქელაძეს და ამბობენ, რომ მას კონფლიქტური მეზობლებთან ხშირად ჰქონდა.

დანით დაჭრილი 31 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ლია მიქელაძე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, კონფლიქტის შემდეგ მიქელაძემ სოფელი ოჩხამური დატოვა.

საქმეს ქობულეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. საგამოძიებო მოქმედებები განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები