19 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
„ტვ პირველზე“ ზეწოლის გამო ოპოზიცია კონკრეტული ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს

„ტვ პირველზე“ ზეწოლის გამო ოპოზიცია კონკრეტული ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სარჩელს პროკურატურაში ხვალ შეიტანს.

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე პოლიტიკოსები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ცნობილი გახდა იმ სავარაუდო სქემის დეტალები, რომლითაც ხელისუფლება ტელეკომპანიის მფლობელისგან წილის დათმობას ითხოვდა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის შემდეგ, ხელისუფლების სამიზნე „ტვ პირველი“ გახდა და ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მთავრობა ვიცე -პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის და ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავას უშუალო მონაწილეობით ცდილობდა.

ოპოზიცია მთავრობას ურჩევს უარი თქვას მცდელობაზე გააკონტროლოს კიდევ ერთი კრიტიკული მედია, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია. 

დღის ამბები