17 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
გაუქმებული რეისები - ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო 

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა. უკან გაბრუნდა მიუნხენიდან მომავალი თვითმფრინავი, კიევის რეისი კი ჯერ ქუთაისის აეროპორტში, შემდეგ კი თბილისში დაჯდა.

ასევე გაუქმებულია რეისი თეირანის მიმართულებით. თბილისის აეროპორტმა ვერც ბაქოდან მომავალი თვითმფრინავის მიღება შეძლო და ის ბაქოში დაბრუნდა. მოსკოვიდან მომავალი აირზენას თვითმფრინავი კი ქუთაისში დაჯდა. მგზავრები ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმროში გადაიყვანეს.

დღის ამბები