19 აპრილი 2024,   21:58
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯელობას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯელობას იწყებს.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები, გაუთქმელობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ვალდებულება რაც გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას ახლავს, მათ ბრალდებულის სათანადო დაცვის უფლებას არ აძლევს.

„ჩვენ გავასაჩივრეთ გაუთქმელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის რამდენიმე ნორმა, რის გამოც ჩვენ დაცვის უფლება გვეზღუდებოდა ამ ხნის განმავლობაში. თუ ამ ეტაპზე მაინც მოხერხდება და ეს ვალდებულება გაგვიუქმდება და საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს შესაბამის განმარტებას, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ სათანადო დაცვას. მით უმეტეს, როდესაც ჯერ კიდევ დარჩენილია უზენაესი სასამართლო. ჯერ კიდევ შესაძლებელია ის, რომ ის უფლებები, რომელიც დაირღვა ამ გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მაინც გამოსწორდეს,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები