24 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
ენმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს პარლამენტში იბარებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" ბორდის წევრებს პარლამენტში იბარებს. დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ იხარჯება მაუწყებლის ბიუჯეტი და რა გეგმები აქვთ ხელმძღვანელებს.

ოპოზიცია ამბობს,რომ მაუწყებელი ხალხის ფულიდან ფინანსდება და მენეჯმენტი ვალდებულია საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს.

„უამრავი შეკითხვა დაგროვდა მაუწყებლის წინაშე. თუნდაც ის, რომ მაუწყებელმა ტენდერი გამოაცხადა, მათ უნდათ ახალი შენობის აშენება. ჯერ ერთ ადგილას აშენებდნენ, შემდეგ მეორე, ახლა სხვაგან გადადიან. იმდენი საკითხი დაგროვდა, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ მნიშვნელოვანი საკითხი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ პარლამენტმა  ვანდეთ მაუწყებელზე მეურვეობა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მივლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, უცნობია.

„აპრილის ბოლოს ისედაც უნდა წარვადგინოთ ანგარიში და მერე სესიებზე არის განხილვა მაისში და რა პრობლემა არის ერთი თვე,“-აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია.

დღის ამბები