კომპანია "RMG Gold“- მა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც დღეს დმანისში გაასაჯაროებს.
"RMG Gold“ საყდრისის საბადოზე არსებული მოედნების გაფართოვებას გეგმავს.
გადაწყვეტილებას საგანგაშოდ აფასებენ სპეციალისტები.
საპარლამენტო უმცირესობა კი კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს.
"RMG Gold" ზრდის დაბინძურების მასშტაბებს, არ იხდის ჯარიმებს და ამ ფონზე ხელისუფლება მას უზრდის საწარმოო ფართს კორუფციის გარეშე ასეთი რამეები სახელმწიფოში არ ხდება,“- განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.