25 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
მარტვილში ასწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ

მარტვილის სოფელ ვედიდკარის მოსახლეობა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილზე 10-ზე მეტი თითქმის ასწლოვანი ხეა მოჭრილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხეებს წლების განმავლობაში ისინი უვლიდნენ და მათი მოჭრის უფლებას არავის მისცემენ.

"GPS"-ის  მონაცემებიდან გადავამოწმე , დაზუსტებული იყო, რომ ეს ბადრი ჯელიას საკუთრება იყო აქედან გამომდინარე მოვჭერი. 15 ხე მაქვს შეძენილი ჯერ 10 მოვჭერი და კიდევ ვაპირებ“- ამბობს ინდმეწარმე გოჩა დანელია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მან აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის უწყებებს და კვლევის შედეგი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

დღის ამბები