25 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც - ირმა ინაშვილი

"რატომ მარტო რუსეთი, თურქეთი, ირანი არ არის საფრთხე?“- ასე უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე.

ინაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომ საფრთხეები არაერთი ქვეყნიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

„საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული, თურქეთი აჭარის რეგიონში ახორციელებს უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას. ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიციის წევრმა ეს კომენტარი დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით გააკეთა. ინაშვილის თქმით, ამ უწყებას ადეკვატური დაფინანსება სჭირდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები