"ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები,“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მმართველი გუნდი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან პარლამენტში ინფორმაციის მოსმენას ელოდება.
„ამ საქმეში ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ხედვა და საქართველო მუშაობს, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია და მობილიზაცია მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო. გარდა ამისა, რეგიონსა და ევროპაში არსებული საფრთხეები, რომელიც უკავშირდება ტერორიზმს, ენერგეტიკას, არის ძალიან საინტერესო თუ რა ინფორმაციას მოგვაწვდიან კომიტეტის ფორმატში ამ საფრთხეებთან დაკავშირებით,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.