25 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ბუტა რობაქიძის დაღუპვის ადგილი - გურამ დონაძე მტკიცებულებებს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე  იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ბუტა რობაქიძის დაღუპვის ადგილის გაყალბებას ეხება.

დონაძემ დღეს მასალები გაასაჯაროვა, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილი არ გაყალბებულა.

მისი თქმით, კადრებში ჯერ კიდევ ცოცხალია ბუტა რობაქიძე. ვიდეომასალაში ასევე ჩანს ერთ-ერთი დაკავებულის საათი, სადაც ფიქსირდება დრო - ღამის 02:20 საათი. დონაძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება 02:22 საათზე მივიდა, ხოლო თვითონ 02:30 საათზე. 

„ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეოკადრი, ასევე უწყვეტი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიცია იარაღს პოულობს და იღებენ, ხელით აქეთ-იქით დაატარებენ. უწყვეტ კადრში ჩანს ცრუ მოწმე, გოჩა მუკბანიანი, რომელიც დამატებით იძახებს სასწრაფოს და 022-ის ცენტრს ატყობინებს, რომ არიან დაჭრილები და დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი. ამავე ნაწილში, რაც დღემდე არ გვითქვამს, ჩანს ერთ-ერთი დაკავებულის მაჯაზე საათი და ზუსტი დრო, ეს დრო ექსპერტიზით დადასტურებულია და არის 02:20საათი, ასევე პროკურატურის მტკიცებულებით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მოდის 2:30 საათზე, ხოლო რაც აქამდე არ მითქვამს, გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე ანძებით მიდის და ფიქსირდება 02:31 საათზე,“- განაცხადა გურამ დონაძემ.

დღის ამბები