20 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
ერთი ადამიანი დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის გარემოს, ძირკვავს ხეებს და ქვეყნის მასშტაბით დაარბენინებს - თინათინ ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

საუბარი შეეხება იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც ეკოლოგიის მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აჭარაში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის პროცესს უკავშირდება.

„ერთი ადამიანი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის გარემოს. არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ასევე საერთაშორისო სტანდარტებს, ძირკვავს ხეებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაარბენინებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები