24 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
შავ ზღვაში ორი ამერიკული სამხედრო გემი იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად რეგიონში ორი ამერიკული სამხედრო გემი იმყოფება. მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი კარნი შავ ზღვაში სამი დღის წინ შემოვიდა და მეორე ხომალდს როსს შეუერთდა.

მეექვსე ფლოტის მეთაურის განცხადებით, საზღვაო პატრულირებაში ორივე გემი ერთდროულად ჩაერთვება.

ექსპერტების შეფასებით კი, პენტაგონის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი გზავნილია რუსეთის მიმართ, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის რეგიონში საგრძნობლად გააქტიურდა.

დღის ამბები