19 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა უშედეგობისთვის არის განწირული - წულუკიანი

ოპოზიციის მოთხოვნას, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ საპარლამენტო კომისია პროკურატურაზე უკეთ ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი კომისიის მუშაობა უშედეგოდ დასრულდება.​

,,პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია თუკი ასეთი შეიქმნება, ვერ იქნება ისეთი ეფექტური , როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა  და პროკურატურა ზოგადად. შესაბამისად, თუკი ასეთი კომისია შეიქმნება ის წინასწარ არის განწირული უშედეგობისათვის,“-განაცხადა წულუკიანმა. 

დღის ამბები