19 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიები - ირაკლი სესიაშვილი

„ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიები,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ დეპუტატებისთვის ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტში დაზვერვის სამსახურის უფროსთან, დავით სუჯაშვილთან შეხვედრა დახურულ რეჟიმში, დაახლოებით, სამი საათია, მიმდინარეობს. 

 „რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ეს არის მუშა პროცესი იმისთვის, რომ დეპუტატები იყვნენ ადეკვატურად ინფორმირებულნი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები