14 ნოემბერი 2018,   01:20
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - პროკურატურამ სასამართლოს წერილობითი მტკიცებულებები წარუდგინა

ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" საქალაქო სასამართლო სხდომაზე დღეს პროკურატურამ წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა.

ორი საათის განმავლობაში ბრალდების მხარე ცდილობდა, დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ პროკურატურის მტკიცებულებები ბრალის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„დღეს გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ თანხების ხარჯვა ხდებოდა ოთარ ქველიძის ხელმძღვანელობის პირობებშიც და ჩვენ ვიცით, რომ ოთარ ქველიძე საერთოდ მოწმეა ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, მკაფიო დასკვნა შეგვიძლია, ყოველი პროცესის შემდეგ გავაკეთოთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმსაჯულება მიმდინარეობს, რომელსაც არანაირი საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნია,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

დღის ამბები