23 სექტემბერი 2018,   13:33
ვრცლად
ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია იბერია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.

არხის სახელით განცხადება საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გააკეთა.

ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფისთვის მიყენებული 100-მილიონიანი ზარალი ტელევიზიის მაუწყებლობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ეს კომპანია არხის ძირითადი დამფინანსებელია.

ჟურნალისტების ინფორმაციით, იბერიას ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბრითიშ-ამერიქან თობაქოს მხრიდან დაწესებული დემპინგური ფასების გამო, ომეგა ჯგუფს  ზარალი მიადგა. საუბარია 100 მილიონ დოლარზე.

ჰოლდინგმა ამ პრობლემისა და კონკურენციის კანონის დარღვევის გამო, სარჩელი სასამართლოში გასულ წელს შეიტანა და დავა პირველ ინსტანციაშიც მოიგო, თუმცა, სააპელაციო და უზენაესმა სასმართლომ გადაწყვეტილება ბრითიშ ამერიკან ტობაკოს  სასარგებლოდ გამოიტანა.

სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, ჰოლდინგი და ჟურნალისტები დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. 

დღის ამბები