21 სექტემბერი 2018,   18:52
ვრცლად
აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნათესავები თემურ გაბაიძის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს - აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნათესავები თემურ გაბაიძის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. ოჯახი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს 3 ექიმის დასჯას მოთხოვს.

სამედიცინოს საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნით, 33 წლის თემურ გაბაიძეს მძიმე ტკივილების დროს ექიმები ტკივილგამაყუჩებლების მინიმალურ დოზას აძლევდნენ, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამავე დასკვნით, რამდენიმესაათიანი ოპერაცია თავის ქალაზე მნიშვნელოვანი დარღვევით ჩატარდა.

აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მძიმე ტრავმები გოდერძის სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს მიიღო.

დასკვნის მიხედვით, მძიმე დაზიანებებით და თავის ტვინის რთული დაბეჟილობით, პაციენტი ადგილზე 3 საათს დააყოვნეს. დიდთოვლობის გამო, სასწრაფოს მანქანა ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდა. ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნის მიხედვით კი, გაწეული პირველადი დახმარება არასაკმარისი აღმოჩდა.

ამ მწვავე დასკვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინსიტრომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კომპანია, სადაც დანაშაულში ბრალდებული ექიმი მუშაობდა, მხოლოდ დააჯარიმა და ექიმისთვის ლიცენზია არ შეუჩერებიათ.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო პირველი სხდომაზე განიხილავს. ეს პირობა დღეს გარდაცვლილის ოჯახს ჯანდაცვის მინისტრმა მისცა.

საბედისწერო შემთხვევა გოდერძის კურორტზე ერთი წლის წინ მოხდა. თემურ გაბაიძე 13 იანვარს გარდაიცვალა.

 

დღის ამბები